Posts

Showing posts from October, 2017

ბერმუდის სამკუთხედი

Image
ადგილი, რომელიც დღემდე ერთერთი ამოუცნობია თავისი საიდუმლოებით წყნარ ოკეანეში, კერძოდ კი პუერტო-რიკოს, ფლორიდისა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარეობს და "ბერმუდის სამკუთხედი" ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც იქცა საიდულმო სასაფლაოდ, რადგან იქ მომხვედრი გემი თუ  თვითმფრინავი უკვალოდ იკარგება. ბერმუდის სამკუთხედის ისტორია 1950 წლიდან იწყება, რადგან სწორედ მაშინ გახდა ცნობილი პირველად უცნაური გაუჩინარებების შესახებ, რომელიც ერთერთმა კორესპოდენტმა ახსენა. ეს ადგილი დედამიწაზე ერთადერთია, რომლის გამოკლვევა ადამიანებს დღესაც კი უჭირთ, რადგან იქ არაფერი არ ცოცხლობს და იქ მომხვედრი ნებისმიერი არსება უკან ვეღარ ბრუნდება. მკვლევარების აზრით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში 100-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა. თუმცა ამაზე უცნაური ისაა, რომ რამდენიმე მათგანი რომელიც მკვლევარებმა აღმოჩინეს დარწმუნებით განაცხადეს, რომ ტექნიკურად ყველა გამართული იყო. ანუ თვითმფრინავიც და საზღვაო ხოლამდიც დაზიანების გარეშე ჩაიძირა. ერთერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია სატვირთო ...

აქილევსი

Image
აქილევსი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადას მთავარი პერსონაჟი. მამა – ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე — პელევსი , დედა – ზღვის ქალღმერთი თეტიდა. მითები აქილევსის შესახებ მრავლად დადის ერთ-       ერთ ცნობილ მითად, დედა თეტიდას სურდა               აქილევსი უკვდავი გაეხადა, ამიტომ ის მას დღისით,   წმინდა მდინარეში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი         ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელაც ეს შენიშნა         აქილევსის მამამ, პელევსმა და შეშინებული ბავშვი     ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამ ამბისდა გამო,                 თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით რის შემდეგაც არცერთ იარაღ არ შეეზლო მისთვის ზიანის მიყენება. ცეცხლის ალისა და სტიქიის წყლისაგან, შეუხებელი რჩებოდა აქილევსის ქუსლი, რომელზეც ხელი დედამის ეკიდა ( ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტი...

ტროა

Image
ძვ.წ. VIII საუკუნეში ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა ლეგენდარული ომის შესახებ გავრცელებულ ეპოსს ხორცი შეასხა და დასავლური ლიტერატურის უდიდეს ძეგლად აქცია. ეს არის ამბავი, სადაც რთულია გამოიყოს ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. ეპიკური პოემა, რომელიც 24 ქებას აერთიანებს, მშვენიერი ელენესა და ტროელი უფლისწულ პარისის, აქილევსის, მენელაესა და აგამნენონის სასტიკი ბრძოლის და ღმერთების კეთილშობილება-ვერაგობის ამბავს მოგვითხრობს. ღმერთებითა და გმირებით დასახლებული სამყარო, რომელიც გააცოცხლა კიდევ ერთხელ ჰომეროსმა  „ილიადასა“  და  „ოდისეაში“ , ტროას ომი გადარჩა დამწერლობის შემოღებამდე სახალხო მგოსნების წყალობით. „ილიადა“ და „ოდისეა“ „ილიადაში“ ავტორი ტროას ომის უკანასკნელი, მეათე წლიდან იწყებს თხრობას. რაც შეეხება ომის პოეტურ სცენარს, მისი შინაარსი ასეთია: მოქმედება ხდება მცირე აზიაში, ჰელესპონტის (ამჟამინდელი დარდანელის სრუტე) დასავლეთით. ათასობით გემმა მენელაეს ძმის, მეფე აგამნენონის (მიკენეს მეფე) მეთაურობით ბეოტიის პორტიდან ტროას მიაშურა. თავისი მნიშვნელობით ტროა მიკენურ ხანა...