Posts

Showing posts from May, 2017

ოქროს კარიბჭე

Image
ოქროს კარიბჭე აშენებულია 1937 წელს, მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში, მასზე სარგებლობს დაახლოებით დღეში 118 000 ადამიანი, ასევე ეს ხიდი არის ძალიან მაღალი სწორედ ამიტომ, სუიციდის მცდელობაც ძალიან ხშირია ამ ხიდიდან, ხიდის სრული სიგრძე 2.7 კილომერია, დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1 კილომეტრი და 280 მეტრი, ხოლო დისტანცია ხიდსა და წყალს შორის 67 მეტრია  ეს ხიდი სიმბოლოა ქალაქ სან - ფრანცისკოსი, ასევე სან-ფრანცისკოს უბეს, წყნარ ოკეანესთან აერთებს.  ეს ხიდი არის ძალიან პოპულარული, ემოციური და ძალიან დამამახსოვრებელი, ასევე მისი სტრუქტურული აგებულებაც ძალიან  დაგამახსოვრებთ თავს.

მზის დაბნელება

Image
როდესაც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ხოლო მთვარე დედამიწის ირგვლივ, დრო და დრო ისეც ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დგება და სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკს. მზის დაბნელება არის მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 250 კმ-ია, რაც ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწის დიამეტრია (12 742 კმ.). ამიტომ, მზის დაბნელება არა მთელს დედამიწაზე, არამედ მის რომელიმე რეგიონში ხდება. თუ დამკვირვებელი მთვარის ჩრდილის ქვეშ იმყოფება, ის მზის სრულ დაბნელებას დაინახავს, ხოლო თუ მზის დაბნელების ეპიცენტრიდან 2 ათასი კმ-ის დაშორებით არის, მისთვის მზე ნაწილობრივ იქნება დაბნელებული. მზის დაბნელება ყოველთვის ახალი მთვარის დროს ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისკე გაუნათებელი მხარით არის მობრუნებული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მზეს შავი ლაქა გადაეფარა. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარის დიამეტრი 400-ჯერ ნალკებია მზის დიამეტრზე, მაგრამ დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 400-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მზემდე. ამიტომ, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის...

ადამიანის წარმომავლობა

Image