როდესაც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ხოლო მთვარე დედამიწის ირგვლივ, დრო და დრო ისეც ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დგება და სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკს. მზის დაბნელება არის მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 250 კმ-ია, რაც ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწის დიამეტრია (12 742 კმ.). ამიტომ, მზის დაბნელება არა მთელს დედამიწაზე, არამედ მის რომელიმე რეგიონში ხდება. თუ დამკვირვებელი მთვარის ჩრდილის ქვეშ იმყოფება, ის მზის სრულ დაბნელებას დაინახავს, ხოლო თუ მზის დაბნელების ეპიცენტრიდან 2 ათასი კმ-ის დაშორებით არის, მისთვის მზე ნაწილობრივ იქნება დაბნელებული.
მზის დაბნელება ყოველთვის ახალი მთვარის დროს ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისკე გაუნათებელი მხარით არის მობრუნებული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მზეს შავი ლაქა გადაეფარა. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარის დიამეტრი 400-ჯერ ნალკებია მზის დიამეტრზე, მაგრამ დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 400-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მზემდე. ამიტომ, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის, მზის და მთვარის დისკებს ერთნაირი დიამეტრები აქვთ და როდესაც მთვარე მზის წინ დგება, მზე სრულად იფარება, მისი კიდეებიდან მხოლოდ მზის გვირგვინი შეიძლება ჩანდეს.
Comments
Post a Comment