Posts

Showing posts from April, 2017

გამონაბოლქვი

Image
ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგენს ავტოტრანსპორტი. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯელ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერტთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანდბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში ავტომობილი გამოყოპს 200მლნ. ტონა ნახშიროჟანგს, 40მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს. . ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშიროჟანგი, ბენზინზე მომუშავე ძრავისათვის მეტედ დამახასიათებელია აზოტის ოქსიდების, სხვადასხვა ნახშირწყალბადების კანცეროგენების 3,4 ბენზეპირების ჩათვლით, ალდეჰიდების, გოგირდოვანი აირების გამოყოფა. ამის გარდა ბენზინის ძრავები გამოყოფენ ტყვიის, ქლორის, ბრომის ხანდახან ფოსფორის შემცველ პროდუქტებს. დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებისათვის დამახასიათებელია მურის მნიშვნელოვანი რაოდენობის და აგრეთვე ულტრამიკროსკოპული ზომის ჭვარტლის ნაწილაკების გამოყოფა.  ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონე...

კალათბურთი

Image
კალათბურთი  — გუნდური  სპორტის  სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში  ბურთის  მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით. ისტორია 1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის  ანატომიის  მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და  1891  წლის  დეკემბერს  პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო. მოედანი, ბურთი, წესები კალათბურთის ბურთი კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი, რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ა...

სტალინი

Image
სტალინის კულტის ჩამოყალიბება სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს. სკკპ XX  ყრილობამ  გააკრიტიკა პიროვნების  კულტი , როგორც  მარქსიზ-ლენინიზმის  სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში "პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ" პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწე...

რაგბი

Image
რაგბი  — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის  თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. ისტორია [ რედაქტირება  |  წყაროს რედაქტირება ] არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა  1823  წლის  7აპრილს . ამ დღეს  ინგლისის  ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ  უილიამ უებ ელისმა  ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც.  1845  წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. რაგბი საქართველოში [ რედაქტირება  |  წყაროს რედაქტირება ] საქართ...

არწივი

Image
თეთრქუდა არწივი  ეს უზარმაზარი ფრინველი საქართვ­ელოში მცირე რაოდენობით გვხვდება. ისინი ბუდობენ კოლხეთის დაბლობზე, პალიასტომის ტბის ნაპირებზე და სამეგრელოში. რამდენიმე ფრინველი ბუდობს მტკვრის, ალაზნისა და ივრის ჭალებშიც. ეს სახეობა სხვებისგან განსხვავებულია იმით, რომ უმეტესად წყლის ცხოველებით იკვებება, განსაკუთრებით - თევზებით. თეთრქუდა ფსოვი, ანუ თეთრქუდა არწივი ზომით საკმაოდ დიდია, თეთრი კუდი და ნისკარტი­ აქვს. ყველა სხვა არწივს აცვია ე.წ. შარვალი, ანუ მათ ფეხები თითებამდე ბუმბულით აქვთ დაფარული, ფსოვს კი - არა. მას ერთი ბუდე აქვს ივრის ჭალაში,­ 2 - ალაზნის დაბლობზე, 1-2 ბუდე შეიძლება იყოს მტკვრის ჭალაში, ხოლო 2-3 ბუდე - კოლხეთის დაბლობზე. კუმისის ტბაზე ამ ზამთარს 4-5 ფსოვი დაფრინავდა­ და შეგეძლოთ გენახათ, რა ლამაზად ნადირობდნენ, ან თევზს როგორ იჭერდნენ.

უცხოპლანეტელები

Image
კითხვა რომელსაც კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, თუ არსებობენ სად არიან, როგორ გამოიყურებიან, აქვთ თუ არა ინტელექტი და თუკი მათ ვიპოვით ან ისინი გვიპოვნიან როგორ გაგრძელდება კაცობრიობის ისტორია.ადამიანები ამ კითხვებზე რაღაც მისტიურ პასუხს ელოდებიან თუმცა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ასრებობის დამტკიცება მეცნიერული თვალსაზრისით უფრო რაციონალური იქნებოდა. დღეისათვის ციმბირში აღმოაჩინეს უცხოპლანეტელთა სასაფლაო, თუმცა უფრო სწორი სახელწოდება იქნებოდა “სასაკლაო”! რატომ? დიახ, მათ ხოცავდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რადგან ხალხს არ შეეტყო მათი არსებობა. რატომ? ეს არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ არ სურდათ ეღიარებინათ რომ მათზე განათლებული და უკეთესად აღჭურვილი არსებებიც არსებობდნენ თუნდაც სხვა პლანეტაზე, ან სხვა გალაქტიკაში… რატომ ვამბობ რომ უკეთესად აღჭურვილი და განათლებულები? იმიტომ, რომ დედამიწელი კოსმონავტები და მათი კოსმოსური ხომალდები ახერხებენ მხოლოდ მზის სისტემის პლანეტებამდე მიღწევას, ხოლო როგორც ცნობილია ის არსებ...

ფლეში

Image
ფლეში არის ყველაზე სწრაფი ადამიანი მთელ დედამიწაზე.იგი თავისი მეგობრების დახმარებით ებრძოლება დანაშაულს.მან უკვე დაამარცხა: ფლეშის საწინააღმდეგო, ზუუმი და ახლა სამიტარს ებრძოლება.ყველა მისი ოპონენტი მომავლიდან იყორადგან მისი ყოველი ნაბიჯი სცოდნოდათ .ახლა ფლეშმა მომავალში უნდა იმოგზაუროს რათა თავისი შეყვარებული გადარჩინოს.