რაგბი
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს.
რაგბი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა.
Comments
Post a Comment